Tuesday, April 8, 2014

      2013-2014 სასწავლო წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლაში  განხორციელდა პროექტი "საკლასო ბიბლიოთეკა", სადაც მონაწილეობა მიიღეს პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებმა( კლას-კომპლექტი, სულ 7 მოსწავლე). ასევე გარკვეული წვლილი შეიტანეს უფროს კლასელებმაც. კერძოდ, მეშვიდე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ და მესამე კლასის მოსწავლეებს დაეხმარნენ დიდი წიგნების დამზადებაში. პროექტის ფასილიტატორი გახლდით მე, ლია გორგაძე (I-III კლასის დამრიგებელი).
     პროექტის დაწყებამდე მასწავლებლებს და მშობლებს დავურიგე  ბროშურები,  ასევე მასწავლებლებს გავაცანი ჩემი პროექტის გეგმა.
 

პროექტის პრეზენტაცია

(შენიშვნა: გადმოწერეთ და დათვალიერების რეჟიმში ნახეთ, მიბმულია გაკვეთილის გეგმა და  შეფასების რუბრიკები)






    პროექტის გეგმა იხილეთ აქ

პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვებთან ერთად მოვამზადე ბროშურა, რომლებიც გაავრცელეს სკოლაში.
(ბროშურის ელექტრონული ვერსია)