2013-2014 სასწავლო წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი "საკლასო ბიბლიოთეკა", სადაც მონაწილეობა მიიღეს პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებმა( კლას-კომპლექტი, სულ 7 მოსწავლე). ასევე გარკვეული წვლილი შეიტანეს უფროს კლასელებმაც. კერძოდ, მეშვიდე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ და მესამე კლასის მოსწავლეებს დაეხმარნენ დიდი წიგნების დამზადებაში. პროექტის ფასილიტატორი გახლდით მე, ლია გორგაძე (I-III კლასის დამრიგებელი).
პროექტის დაწყებამდე მასწავლებლებს და მშობლებს დავურიგე ბროშურები, ასევე მასწავლებლებს გავაცანი ჩემი პროექტის გეგმა.
პროექტის დაწყებამდე მასწავლებლებს და მშობლებს დავურიგე ბროშურები, ასევე მასწავლებლებს გავაცანი ჩემი პროექტის გეგმა.
პროექტის პრეზენტაცია
(შენიშვნა: გადმოწერეთ და დათვალიერების რეჟიმში ნახეთ, მიბმულია გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკები)
პროექტის გეგმა იხილეთ აქ
პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვებთან ერთად მოვამზადე ბროშურა, რომლებიც გაავრცელეს სკოლაში.
(ბროშურის ელექტრონული ვერსია)
(ბროშურის ელექტრონული ვერსია)
თქვენი ბლოგიდან ჩანს, თუ როგორი აქტიური მასწავლებელი ბრძანდებით, გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDelete